ფაჩულიას შედეგიან თამაშს ვერ აუფერულებს მილუოკელთა მარცხი. წაგება ხშირია და "მილუოკის" ბევრიც წაუგია და მომავალშიც წააგებს, ქართველი ცენტრის შედეგი კი ისტორიას სამუდამოდ დარჩება.
ზაზამ კარიერის რეკორდი დაამყარა მოხსნებში. ეს შედეგი მისი კარიერის პიკია, ისევე როგორც მეტოქის ფარზე დაგროვილი 18 (!) მოხსნა.
ეს გახლავთ სრულიად NBA-ს მასშტაბით ისტორიული შედეგი. მეტოქის ფარზე აქამდე 18 მოხსნა მხოლოდ
ზაზამ კარიერაში პირველად ჩაატარა ისეთი მატჩი, რომელშიც 2 მაჩვენებელში 20 სტატისტიკურ ერთეულს მიაღწია (და გადააჭარბა კიდეც). ფაჩულიას კარიერის რეკორდად 27 ქულა ითვლება, რომელიც ქართველმა ცენტრმა 2007 წლის 7 მარტს "ვაშინგტონთან" მოაგროვა, თუმცა სათქმელია, რომ ზაზას წლებია, 20-ქულიანი ბარიერისთვის არ მიუღწევია.
ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 40 წუთი გაატარა. ზაზამ 16-დან 9 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 22 ქულასა და 21 მოხსნასთან ერთად ქართველმა ცენტრმა თავისიანთაგან უმეტესი 7 პასი მიითვალა და ბურთი ერთხელ ჩაჭრა.
ფაჩულია მილუოკელთაგან საუკეთესო იყო, მისმა ოპონენტმა ბრუკ ლოპესმა, რომელიც ბრუკლინელთაგან საუკეთესოდ დაასახელეს 32 ქულა, 18 მოხსნა და 5 დაფარება დააგროვა.
მატჩის მოგებასთან უფრო ახლოს მილუოკელები იყვნენ. ბერძენმა გიანის ანტეტეკოუმპონ ძირითადი დროის ბოლო წამებზე გამარჯვების ბურთი ააცილა, ხოლო პირველ ოვერტაიმში ჯო ჯონსონმა ბოლო წამზე გაათანაბრა ანგარიში და მეორე დამატებითი ხუთწუთეული დაინიშნა. საბოლოოდ "მილუოკიმ" დასანანი მარცხი განიცადა - 127:129.
"მილუოკიში" 29 ქულით ბომბარდირი კრის მიდლტონი გახდა, თუმცა საუკეთესოს ტიტული ფაჩულიას ერგო. 23 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა ანტეტოკოუმპოს, ხოლო ერსან ილიასოვამ 20 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
34 მოგებითა და 35 მარცხით "მილუოკი" აღმოსავლეთში ისევ მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 22 მარტს შინ "კლივლენდთან" გამართავს.
წყარო: gbf.ge