აღსანიშნავია, რომ ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა, რომლის განმავლობაში 11 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ფაჩულიამ 7-დან 5 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო.
"მილუოკის" 36 წაგება და 34 მოგება აქვს. ამ მაჩვენებლით ქართველი კაალთბურთელის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას "მილუოკი" შინ ”მაიამი ჰიტთან” გამართავს.