"როკერებმა" ამჯერად თანამემამულე ტტუ-ს უმასპინძლეს და 11 ქულის სხვაობით დაამარცხეს - 83:72. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები "კუდში მისდევდნენ", ტარტუელები არ აღელვებულან, მესამე პერიოდში მოპოვებული მცირე უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და ბალტიის ლიგაზე მე-9 მოგება მოიპოვეს (4 წაგების წილ). ასეთივე მაჩვენებელი აქვს ლატვიურ "ვენტსპილსს", რომელთანაც "როკი" მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. ცხრილს ათმოგებიანი "რუდუპისი" (ლიტვა) ლიდერობს.
გიორგი ცინცაძემ ტტუ-სთან მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და ნაყოფიერად იშრომა: 24 წუთში 12 ქულა და 2-2 მოხსნა-პასი-ჩაჭრა მოაგროვა.
ბალტიის თასზე "ტარტუ" მომდევნო მატჩს "ვეფ რიგასთან" სტუმრად, 15 იანვარს ჩაატარებს.
.