გიორგი ცინცაძე ბალტიისპირულ სამეულში

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკი" ბალტიის ლიგაზე წარმატებულ სვლას განაგრძობს.

"როკერებმა" ამჯერად თანამემამულე ტტუ-ს უმასპინძლეს და 11 ქულის სხვაობით დაამარცხეს - 83:72. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები "კუდში მისდევდნენ", ტარტუელები არ აღელვებულან, მესამე პერიოდში მოპოვებული მცირე უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და ბალტიის ლიგაზე მე-9 მოგება მოიპოვეს (4 წაგების წილ). ასეთივე მაჩვენებელი აქვს ლატვიურ "ვენტსპილსს", რომელთანაც "როკი" მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. ცხრილს ათმოგებიანი "რუდუპისი" (ლიტვა) ლიდერობს.

გიორგი ცინცაძემ ტტუ-სთან მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და ნაყოფიერად იშრომა: 24 წუთში 12 ქულა და 2-2 მოხსნა-პასი-ჩაჭრა მოაგროვა.
"როკერთაგან" ყველაზე მეტი ტემუ სოკმა ჩააგდო - 14 ქულა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით კი საუკეთესო კალისტას ეზიუკვუ იყო - 13 ქულა, 18 მოხსნა, 3 პასი, 6 დაფარება.

ბალტიის თასზე "ტარტუ" მომდევნო მატჩს "ვეფ რიგასთან" სტუმრად, 15 იანვარს ჩაატარებს.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული