- მარკოიშვილის გარეშე მეშვიდე მატჩს ვატარებთ. ეს იოლი არ არის, ძალიან გადავიღალეთ. თუმცა, დანარჩენმა მოთამაშეებმა ძალების მობილიზება კარგად მოახერხეს და გუნდური თამაშის წყალობით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.
"კანტუმ" მანუჩარის ყოფილ კლუბ "ბენეტონთან" მეოთხე
***
გაზეთ "ბასკეტნეტში" გამოქვეყნებულ სტატიას გავეცნოთ: "რომის "ლოტომატიკას" წინააღმდეგ მატჩში "ვირტუსის" თავკაცი ლარდო ლინო ცდილობდა, ვიქტორ სანიკიძე ზედმეტად არ დაეტვირთა, რადგან იდაყვის ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს. თუმცა, ბოლო წუთებზე მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე ვერ დატოვა..."
"კორიერე დი ბოლონიაში" ერთგვარ გაგრძელებას ვკითხულობთ: "მართალია, სანიკიძემ სულ 2 ქულა ჩააგდო, მაგრამ ბოლო მეოთხედში მთავარი მოქმედი პირი სწორედ ის იყო.
მის გარეშე "ვირტუსი", ალბათ, ვერ გაიმარჯვებდა. ვიქტორმა გადამწყვეტ მომენტში მოედანზე ცეცხლი დაანთო, მოხსნას მოხსნა მიაყოლა და თამაშის შემოტრიალებაში დიდი წვლილი შეიტანა. სანიკიძემ თავისი ორი ქულა ბოლო წამებზე ჩააგდო და ბოლონიელები 84:77 დააწინაურა. "ვირტუსმა" საბოლოოდ 87:79 იმარჯვა."
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა რომაელებთან ბრძოლაში 25 წუთში 2 ქულა (2-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა (7 დაცვაში), 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. "ვირტუსის" ბომბარდირი კენი უინსტონი გახდა - 22 ქულა.
ნამატჩევს ბოლონიური გუნდის მწვრთნელმა ლარდო ლინომ კომენტარში ქართულ გვარს მნიშვნელოვანი ადგილი მიუჩინა:
- სამი პერიოდის განმავლობაში მეტოქე დომინირებდა, მაგრამ მეოთხე პერიოდში გულიანი თამაშით მოგება არ დავუთმეთ. უინსტონი გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო, სანიკიძე - საკვანძო ფიგურა.
სადღეისოდ ბოლონიელებს 7-7 მოგება-წაგება აქვთ და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე არიან. 10 მოგებითა და 4 მარცხით "კანტუ" მესამეა. მე-15 ტურის შემდეგ ცხრილის ზედა რვაეულში მყოფი გუნდები იტალიის თასის მეოთხედფინალურ წყვილებს შეადგენენ.
"ვირტუსს" რვა გუნდს შორის ადგილის შესანარჩუნებლად 16 იანვარს სტუმრად "ტერამოს" ძლევა სჭირდება. იმავე დღეს "კანტუ" "ვარეზეს" ეწვევა. სწორედ 16-ში უნდა ველოდეთ მანუჩარ მარკოიშვილის მოედანზე დაბრუნებას.
.