შეხვედრის ბოლო წამები ყველაზე დრამატული გამოდგა. "მილუოკი" 86:88-ს აგებდა, როცა ბოლო შეტევისას მილუოკელებმა ბურთი ვერ ჩააგდეს, რასაც ფარზე მოხსნისთვის ბრძოლა მოჰყვა. ბურთი მოედნის ფარგლებს სცილდებოდა, რა დროსაც ფაჩულიამ მისი თამაშში შემობრუნება კრის მიდლტონისთვის ზუსტი პასით შეძლო, რომელმაც თავის მხრივ, სამქულიანი ჩააგდო და "მილუოკის" გამარჯვება მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით (26), ზაზა ფაჩულია მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე საერთო ჯამში
35 მოგებითა და 36 წაგებით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 26 მარტს "ინდიასთან" ელის.
კარგია ვიდეოების დადება რომ დაიწყეთ