მილუოკელთათვის ზედიზედ მეორე გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე მყოფებს "მაიამი" წამოეწიათ და ახლა გუნდებს შორის სხვაობა კვლავ სოლიდურია.
ფაჩულიას გუნდს 36-36 მოგება-წაგება აქვს, ხოლო მე-7 ადგილზე მყოფი მაიამელების ანალოგიური შეფარდება 33-38-ს შეადგენს.
"ინდიანასთან" მატჩში ფაჩულია, ტრადიციულად, სასტარტოში იყო და მოედანზე გატარებულ 32 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4
მომდევნო მატჩი მილუოკელებს შინ, NBA-ს ლიგის ლიდერ "გოლდენ სტეიტთან" 28 მარტს ელით.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით