ზაზა ფაჩულიამ NBA-ში ყოფილ გუნდთან მატჩში 17 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას კიდევ ერთი უმაღლესი დონის თამაში. ქართველმა ცენტრმა თავის ყოფილ გუნდ "ატლანტასთან" შთამბეჭდავად ითამაშა, ოღონდ მისი შედეგიანობა ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერის სტუმრად დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

"მილუოკიმ" ატლანტაში ჩატარებული მატჩი 13 ქულით - 88:101 წააგო. "ხარირმებმა" ბოლომდე იბრძოლეს და შანსს უკანასკნელ წუთებამდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ როცა თამაშის დასასრულმა მოატანა და სხვაობა 10-ქულიან ზღვარს არ ჩამოსცდა, ყველაფერი დამთავრდა.

ფაჩულია "მილუოკიში" საუკეთესო იყო. ზაზამ 36 წუთი ითამაშა და ბურთი არ დაუკარგავს. ქართველმა ცენტრმა 10-დან 8 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად,
17 ქულა დააგროვა, რასაც 13 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. გიანის ანტეტოკოუმპომ მილუოკელებს 18 ქულა და 6 მოხსნა მიაშველა.

ატლანტელთა ცენტრმა ალ ჰორფორდმა შეხვედრა 18 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა, თუმცა მას თამაშიდან ფაჩულიაზე ბევრად უარესი სროლათა ბალანსი ჰქონდა - 18 ცდიდან 8 ბურთი ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, ზაზა ფაჩულია მატჩში მხოლოდ ატლანტელ დემარე კეროლს ჩამორჩა.

წაგებამ ვერ ავნო "მილუოკის" სატურნირო მდებარეობას. 36 მოგებითა და 38 მარცხით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 1-ელ აპრილს, შინ "ჩიკაგოსთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მაგარ ფორმაშია ზაზა ძალიან,ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ
jimshvante
10:22 31-03-2015
0
ზაზა აბა შენ იცი ჟანმრთელობა და გელოდებით ნაკრებში
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული