ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გაატრებულ 23 წუთში 4 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთიც მხოლოდ ერთხელ დაკარგა.
"მილუოკი" 38 მოგებით და 39 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი შინ "კლივლენდთან" გამართავს.