ზაზა ფაჩულიამ და "მილუოკიმ" ნიუ იორკში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. "მილუოკი ბაქსმა" ნიუ იორკში ადგილობრივი "ნიქსი" 99:91 დაამარცხა, რითაც მე-6 ადგილი შეინარჩუნა და პლეი ოფში გასვლის შანსი უფრო ხელშესახები გახადა. რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ სამ მატჩში მილუოკელებს ერთი გამარჯვება სჭირდებათ, პლეი ოფის საგზური რომ გაინაღდონ.

ეს ალბათ ასეც მოხდება და "მილუოკიც" 2008 წლის შემდეგ გახდება პირველი გუნდი, რომელმაც წინა სეზონში ნბა-ს გუნდებს შორის ყველაზე ცუდი შედეგის მქონემ, მომდევნო სეზონში პლეი ოფში გასვლა მოახერხა. ბოლოს ეს 2007-08 წლების სეზონში "მაიამი ჰითმა" შეძლო.

ნიუ იორკში გამართულ მატჩში
ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში, 20 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ზაზამ 9 ქულასთან ერთად 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

საუკეთესო შედეგი გიანის ანტეტოკოუმპომ აჩვენა - 23 ქულა, 9 მოხსნა.

39 მოგებითა და 40 მარცხით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. 37 მოგება-42 მარცხით მე-7 და მე-8 ადგილებს "ბოსტონი" და "ბრუკლინი" იყოფენ. სწორედ ბრუკლინურ გუნდს ეთამაშება "მილუოკი", რომლის ძლევის სემთხვევაში პლეი ოფს ოფიციალურად გაინაღდებს.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული