ზაზა ფაჩულიას "მილუოკი" NBA-ს პლეი ოფში "ჩიკაგო ბულსს" შეხვდება

AutoSharing Option
NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. აღმოსავლეთ კონფერენციაში მოასპარეზე ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" რეგულარული ცხრილში მე-6 ადგილზე დაასრულა.

ბოლო, 82-ე მატჩში მილუოკელებმა მდევარ "ბოსტონს" უმასპინძლეს და ამ მატჩის შედეგი არაფერს ცვლიდა.

ფაჩულიას გუნდმა 100:105 წააგო და რეგულარული სეზონი მოგება-წაგებათა თანაბარი ოდენობით (41-41) დაასრულა. სეზონის რიგით 82-ე მატჩში ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში, 15 წუთი ითამაშა და არაფრისმომცემ მატჩში 2 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

მილუოკელები პლეი ოფის პირველ რაუნდში "ჩიკაგო ბულსს" შეხვდებიან. სერია 4 მოგებამდეა, მოედნის უპირატესობა კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3
ადგილზე გასულ ჩიკაგოელებს ექნებათ.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
შანსი 0
თბილისი
12:07 16-04-2015
0
ტორონტოს დაჯახებოდნენ ის ჯობდა,შანსი მაინც ექნებოდათ შემდეგ ეტაპზე გასვლის
papa
15:20 16-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული