მწვრთნელი ნიკას სრულ თავისუფლებას აძლევს და 32 წლის ფორვარდმა იცის, რა მოიმოქმედოს წარმატებისთვის.
ნიკა ახლო დისტანციიდანაც აგდებს, საშუალოდანაც, პერიმეტრიდანაც, არც საჯარიმოებისას ცდება, ბურთსაც ხსნის და როცა პასია საჭირო, თანაგუნდელებსაც არ ივიწყებს.
მოკლედ, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე ასეთი კალათბურთელი საქართველოს ნაკრებს უთუოდ სჭირდება, ხორვატიაში ხომ ექვს დღეში ხუთი მატჩის გამართვა გვიწევს. მწვრთნელს მრავალფეროვნებისთვის შეუძლია ერთ დღეს ნიკა სულაც დაასვენოს,
წესითა და რიგით, შესავალშივე უნდა დაგვეწერა: ლიბანის ჩემპიონატის პლეი ოფში ცქიტიშვილის "ჩამპვილმა" სტუმრადაც დაამარცხა "მუტაჰედი" - 92:88 და სერიაში 2:0 დაწინაურდა. თუმცა ნიკას კიდევ ერთმა ეფექტურმა თამაშმა ფიქრები საქართველოს ნაკრებისკენ გააქანა, ჩვენს გუნდს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, ასეთ კალათბურთელებზე უარი თქვას.
"მუტაჰედთან" გამარჯვებაში სკიტამ ლომის წილი დაიდო: 39 წუთში 24 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. აი, შეტევითი სტატისტიკაც: 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი, 12-დან 11 საჯარიმო. მარგი ქმედების კოეფიციენტს არ იკითხავთ? - 37!
მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩს "ჩამპვილი" საკუთარ მოედანზე 16 აპრილს ჩაატარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"