ზაზა ფაჩულიას "მილუოკი" "ჩიკაგოსთან" მეორედ დამარცხდა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "მილუოკი" "ჩიკაგო ბულსთან" სტუმრად ანგარიშით 82:91 დამარცხდა. მილუოკელები პლეი ოფის სერიაში უკვე 0:2-ით მარცხდებიან ჩიკაგოელებთან.

ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 22,32 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 7 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და ერთი ჩაჭრა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 3 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო.

ბოლო მეოთხედში ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის ბრძოლაში ზაზამ იდაყვი უთავაზა "ჩიკაგოს" ესპანელ კალათბურთელ ნიკოლა მიროტიჩს და პირველი ტექნიკური ჯარიმა მიიღო.

ერთ წუთში მეორე ეპიზოდი მოხდა ამ
კალათბურთელების მონაწილეობით, როცა მიროტიჩმა აშკარად პროვოკაციაზე წამოაგო ჩვენებური და მათ შორის ლამის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ზაზამ მეორე ტექნიკური ჯარიმა მიიღო და ის მოედნიდან გააძევეს. მიროტიჩმა ამ ეპიზოდში ტექნიკური მიიღო, მაგრამ ის არ გაუძევებიათ, რადგან მისთვის ეს პირველი შენიშვნა იყო.

სერიის მესამე მატჩს ამჯერად "მილუოკი" 23 აპრილს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ სერია 4 მოგებამდე გრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული