ხარირმები და ქორები თოვლმა შეაშინა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" ბოლოს 8 იანვარს ითამაშა და ძალიან მაინტერესებდა, დასვენებული "ქორები" რა შედეგს უჩვენებდნენ 11 იანვარს "მილუოკი ბაქსთან" შეხვედრაში. ვიდრე კომპიუტერს მივუჯდებოდი, მეგობარმა მითხრა - "ატლანტას" რა დაემართა, რატომ არ ითამაშა, მის გამო ტოტალიზატორის ბილეთი გამიუქმდაო...

ამერიკულ საიტებზე მატჩის გადადების მიზეზად უამინდობაა დასახელებული - ჯორჯიის შტატში დიდი სიცივე, თოვლი და ყინვაა, მილუოკელი "ხარირმებიც" ამიტომ ვერ ჩავიდნენ.

NBA-ს გადაწყვეტილებით "ჰოქსი"-"მილუოკის" გადადებული შეხვედრა 15 მარტს გაიმართება. ფაჩულიას თანაგუნდელთა უახლოესი მატჩი კი დღეს გამთენიისას ისევ ატლანტაში უნდა გამართულიყო. ვნახოთ, ჩააღწევენ თუ არა
ჯორჯიაში კანადელები ("ტორონტოს" კალათბურთელები).



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული