ზაზა ფაჩულიას "მილუოკი" "ჩიკაგოსთან" მესამედაც დამარცხდა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" დასანანი მატჩი წააგო "ჩიკაგო ბულსთან" და საპლეიოფო სერიაში 0:3 ჩამორჩა.

ჩიკაგოში 2 მარცხის შემდეგ სერიამ მილუოკიში გადაინაცვლა და ფაჩულიას გუნდი ფავორიტადაც ითვლებოდა, მაგრამ დამატებით დროში არ გაუმართლა. მილუოკელებმა შეხვედრა 2 ოვერტაიმის შემდეგ - 106:113 დათმეს.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 19 წუთი გაატარა. ზაზამ 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 6 მოხსნით და 1 დაფარებით დაასრულა. ფაჩულიას ოპონენტმა, ჩიკაგოელმა ჟოაკიმ ნოამაც 2 ქულა და მანაც 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.

საუკეთესო დერიკ როუზი
გახლდათ, რომელიც ჩიკაგოელებს გამარჯვებისკენ 34 ქულით გაუძღვა. ჯიმი ბატლერმა "ხარებს" 24 ქულა მიაშველა. მილუოკელთაგან 25 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო გიანის ანტეტოკოუმპო გახლდათ.

0:3 ჩამორჩენიდან თავი ცოტას თუ დაუძვრენია. "მილუოკიმ" საკუთარ თავს უნდა აჯობოს, რომ ზედიზედ 4 მატჩი მოიგოს და პლეი ოფის მომდევნო რაუნდში გავიდეს. მორიგი მატჩი მილუოკიში 26 აპრილს გაიმართება.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული