ზაზა ფაჩულიას მორიგი პირადი რეკორდი და გამარჯვება "ჩიკაგოსთან"

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულის "მილუოკიმ" "ჩიკაგოს" საპლეიოფო მატჩი მოუგო და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა.

მილუოკელებმა დრამატულ მატჩში სძლიეს ჩიკაგოელებს და თავიდან მშრალი ანგარიშით წაგება აირიდეს. სერიის მეოთხე მატჩის შემდეგ საერთო ანგარიში 1:3 გახდა.

ზაზა ფაჩულიამ ამ მატჩში პირადი რეკორდი დაამყარა. ქართველმა ცენტრმა ნბა-ს 12-წლიან კარიერაში ყველაზე მეტი ჩაჭრა სწორედ "ჩიკაგოსთან" დღევანდელ მატჩში მიითვალა. ზაზამ 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, თუმცა ყველაზე გამორჩეული მისი 6 ჩაჭრა გახლდათ.

მილუოკელებმა შეხვედრა ბოლო წამზე მოიგეს. შეხვედრის დასრულებამდე 0,8 წამით ადრე ჯარედ დადლიმ ბურთი გვერდითა
ხაზიდან შემოიტანა, რომელიც ჯერიდ ბეილისიმ ფარქვეშ მიიღო და მყისიერად ფარში მიუჩინა ადგილი - 92:90 და "მილუოკი" ბრძოლას აგრძელებს.

სერიის მორიგი მატჩი 27 აპრილს ჩიკაგოში გაიმართება.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩიკაგოსთან ვისაც ეს სტატისტიკა არ მოგწონთ ან გულღრძოები ხართ, ან უვიცები; მიდი ზაზა, მაგარი ხარ
marco pane
27 აპრილი 2015 11:17
0
მიდი ზაზა 3 მოგებაც და ეგაა!
Walkabout
27 აპრილი 2015 10:21
0
ზაზა ჯიგარი ხარ, წარმატებები!
georgiano
27 აპრილი 2015 02:53
0
სამი ჩაჭრა,ხუთჯერ პასი,ოთხი საჯარიმო,ხუთი შეგინება.მარტომ რა გააკეთა ისაა მთავარი.
iahaaa
26 აპრილი 2015 17:44
0
მოგცლიათ ერთი, 8 ქულა რაა
koko
26 აპრილი 2015 16:19
0
ოქრო კაცი
აბა რაა
26 აპრილი 2015 13:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული