09:49 28-04-2015
ზაზა ფაჩულიას თითქმის ორმაგი დუბლი და გამარჯვება ჩიკაგოში [VIDEO]
AutoSharing Option
მილუოკელებმა სერიის საწყისი სამი მატჩი წააგეს და თავი ურთულეს სიტუაციაში ჩაიგდეს. თუმცა შემდეგ ზედიზედ ორჯერ იმარჯვეს და სერიას ინტრიგა დაუბრუნეს. მომდევნო მატჩი 30 აპრილს, მილუოკიში გაიმართება და თუკი მასპინძლები იმარჯვებენ, სერიის გამარჯვებულს ბოლო, მე-7 მატჩი გადაწყვეტს, რომელსაც 2 მაისს ჩიკაგო უმასპინძლებს.
რაც შეეხება სერიის მე-5 მატჩს, მასში ქართველი ცენტრი 9 ქულითა და 10 მოხსნით გამოირჩა. ზაზას 1 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25 წუთი გაატარა.
ქართველმა ცენტრმა 9-დან 4 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულასა და 10 მოხსნასთან ერთად, ფაჩულიას 3 პასი და 2 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი არ დაუკარგავს. მილუოკელებს 22 ქულითა და 8 პასით მაიკლ კარტერ-უილიამსმა ულიდერა.
სერიის მომდევნო მატჩს 30 აპრილს "მილუოკი" უმასპინძლებს.
წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Superzaza.
0
0
საღოლ მილუოკის. წესით ანგარიში პირიქით უნდა იყოს სახლში პირველი თამაში არ უნდა წაეგოთ. მაინც გნწირული მგონია ბაკსი. კიდე ერთ თამაშ ჩიკაგოდან ვერ წამოიღებენ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული