ნიკა ცქიტიშვილის ეფექტურმა დუბლმა "ჩამპვილს" ვერ უშველა

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილის "ჩამპვილმა" ლიბანის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩში შინ 71:81 დათმო "ალ რიადთან". ჩამპვილელები მეტოქეს 1:3 ჩამორჩნენ, თუმცა სერია ჯერ არ დასრულებულა - 4 მოგებამდეა.

ცქიტიშვილმა მორიგი ეფექტური დუბლი მიითვალა: 15 ქულას 19 მოხსნა წაუმატა. მის ანგარიშზე, ასევე, 3 პასი და 1 დაფარება დაფიქსირდა, მოედანზე კი 40 წუთი გაატარა.

სერიის მეხუთე მატჩი დღეს "ალ რიადის" მოედანზე გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული