გიორგი ცინცაძე რიგაში რიგიანად

AutoSharing Option
როგორც სათაურიდან მიხვდებოდით, კალათბურთელმა, რომელზე წერასაც ვაპირებთ, 19 წუთში 15 ქულა ჩააგდო, რაც "როკის" ბომბარდირობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ეს გიორგი ცინცაძემ გააკეთა: 8-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 8-დან 6 საჯარიმო გამოიყენა და 15 ქულის პარალელურად 3 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა მოაგროვა.

ცინცაძის კარგი თამაში "ტარტუ როკს" გამარჯვებისთვის არ ეყო, ესტონელებმა ბალტიის თასზე ლატვიაში "ვეფ რიგასთან" 71:87 წააგეს.

"როკს" 9 მოგება, 5 მარცხი აქვს და ბალტიის ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ამავე შეჯიბრებაში ცინცაძის თანაგუნდელები მეთხუთმეტე მატჩს 18 იანვარს ჩაატარებენ, ასევე
ლატვიურ "ვალმეირას" სტუმრად დაუპირისპირდებიან.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული