ქორი რაკეტით ჩამოაგდეს

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოქსმა" 2011 წელს მეშვიდე მატჩი ჩაატარა და პირველად დამარცხდა. წლეულს, ჯორჯიელების ექვსმატჩიან წარმატებულ სერიაში ოთხი გასვლითი გამარჯვება ერია, შესაბამისად 15 იანვარს "ჰოქსის" "პეპსი არენაზე" გულშემატკივრები მორიგი გამარჯვების იმედად შეიკრიბნენ, თუმცა "ჰიუსტონელებმა" მეოთხე პერიოდი მასპინძლებზე უკეთესად ჩაატარეს და 112:106 გაიმარჯვეს.

ბოლო რაუნდის საწყის წუთებამდე თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, სირენამდე 9:42 წუთით ადრე ზაზა ფაჩულიამ ორქულიანით სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა - 86:88. ამის შემდეგ ოთხმა წუთმა ისე ჩაიარა, რომ ჯორჯიელებმა მხოლოდ 2 ქულა ჩააგდეს, მაშინ, როცა "ჰიუსტონის" კალათბურთელებმა 13 ქულა მიითვალეს და
101:88 დაწინაურდნენ. დარჩენილ 5 წუთში ატლანტელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ 13-ქულიანი ჩამორჩენა ვეღარ აღმოფხვრეს.

ზაზას მონაგარს ქვემოთ იხილავთ, მის მეგობართა შორის ყველაზე მეტი ჯო ჯონსონმა ჩააგდო - 30 ქულა. "ჰიუსტონის" სნაიპერი კი აარონ ბრუკსი გახდა - 24 ქულა.

"ატლანტა" მომდევნო შეხვედრას 17 იანვარს ჩაატარებს - დასავლეთის კონფერენციის აუტსაიდერ "საკრამენტო კინგსს" უმასპინძლებს. ამ გუნდთან "ჰოქსმა" 4 იანვარს სტუმრად 108:102 გაიმარჯვა.


ატლანტა-ჰიუსტონი 106:112
ზაზა ფაჩულია: 11:50 წუთი, 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი), 1 მოხსანა, 2 პასი, 1 შეცდომა.

ქრონოლოგია
I პერიოდი
01:14 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
II პერიოდი
09:47 პასი: 1 (უილკინსი 2ქ, 38:36)
08:54 ორქულიანი: არაზუსტი
08:24 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
07:27 პასი: 2 (ჰორფორდი 2ქ, 43:40)
06:46 შეცდომა: 1
06:18 სმიტმა ზაზა შეცვალა
IV პერიოდი
09:42 ორქულიანი: 2ქ (86:88)
07:06 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული