ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია "დალას მავერიკსის" წევრია

AutoSharing Option
"დალას მავერიკსის" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა ტრეიდი, რომელიც განხორციელდა "მილუოკისა" და "დალასს" შორის. "მილუოკიმ" ზაზა ფაჩულიას სანაცვლოდ მომავალ დრაფტში მეორე წრეში არჩევანის უფლება მიიღო.

"დალას მავერიკსი" აცხადებს, რომ გუნდმა აიყვანა ცენტრი ზაზა ფაჩულია "მილუოკი ბაქსიდან", მომავლის დრაფტის მეორე წრის არჩევანის სანაცვლოდ.

ფაჩულია 2003 წელს აირჩია დრაფტზე "ორლანდომ" 42-ე ნომრად. მას მერე მან NBA-ში 815 მატჩში ითამაშა, აქედან 317 სასტარტოში. ფაჩულიას საშუალო შედეგიანობა 7,0 ქულა, 5,6 მოხსნა და 1,2 პასია საშუალოდ 21,0 წუთში", - ვკითხულობთ ოფიციალურ საიტზე.

***
ამასობაში "ბაქსის" მეორე ცენტრმა
ჯონ ჰენსონმა
"თვითერზე" დაწერა:

"ძალიან დამაკლდება ორი ვეტერანი თანაგუნდელი: ჯარედ დადლი და ზაზა ფაჩულია. ორივეს იღბალს და წარმატებას ვუსურვებ. დიდებული მოთამაშეები და კიდევ უფრო დიდებული ადამიანები არიან. ისინი ძალიან მმფარველობდნენ", - დაწერა ჰენსონმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი შეხედვით, თითქოს წინ გადადგმული ნაბიჯია - დალასი საკმაოდ დაბერებული, მაგრამ მაინც გრანდია და მასში სასტარტო ცენტრის პოზიცია საპატიოა. ამავე დროს დალასს ჰყავს მეტად ექსცენტრიული მფლობელი, რომლისგანაც ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი მოთამაშეების ტრანსფერების და როტაციის ხაზით. მისგან სულაც არ გამიკვირდება თუ კი მან ზაზას ნაკრებში გამოსვლაც აუკრძალოს. ასე რომ,პირადად ჩემთვის ტრანსფერი ბევრკითხვას ბადებს!საინტერესოა თვით ზაზას მოსაზრება
თემური
21:45 10-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული