მეორე რაუნდის პირველ მატჩში "აველინოს" 19-წლამდელებმა "ფრანკავილასთან" 54:74 წააგეს. გამოცემა "ტუტობასკეტში" ვკითხულობთ: "ფრანკავილა" ერთ ეპიზოდში 26 ქულის სხვაობით დაწინაურდა, თუმცა "აველინოს" ქართველი უკანახაზელის, მერაბ ბოქოლიშვილის პერიმეტრიდან დამაჯერებელი თამაშის წყალობით სხვაობა 15 ქულამდე
ამ სტატიის დაწერა არა 19-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩმა, არამედ გაცილებით მნიშვნელოვანმა მოვლენამ განაპირობა - ახალგაზრდულ გუნდში კარგი თამაში მხედველობიდან არ გამორჩენია "აველინოს" მთავარი გუნდის თავკაც ვინჩენცო ერკოლინოს და ბოქოლიშვილს "აველინოს" განაცხადში შეყვანა გადაწყვიტა. ახალგაზრდა მერაბი (1992 წელსაა დაბადებული) იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში, 23 იანვარს "ბენეტონთან" მატჩში "აველინოს" სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდება.
იმედი დავიტოვოთ, რომ მწვრთნელი მას თამაშშიც ჩართავს. თუმცა, მთავარი ის კი არ არის, როდის შედგება ბოქოლიშვილის დებიუტი სერია A-ში, არამედ უბრალო ფაქტი: მან თავისი შრომით, 18 წლის ასაკში, იტალიის ჩემპიონატის გუნდის განაცხადში მოხვედრა დაიმსახურა და ადრე თუ გვიან, აუცილებლად ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე მანუჩარ მარკოიშვილიც ასე იწყებდა - 2002 წელს "ბენეტონში" გადასვლის შემდეგ საწყისი ორი თვე აკლიმატიზაციისთვის დასჭირდა, ხოლო სეზონის მეორე ნახევარში რეგულარულად უწევდა თამაში. იმავე სეზონში "ბენეტონთან" ერთად ევროლიგის ფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ იასპარეზა.
.