საგამოფენო მატჩები სეზონის წინ იმართება და მოსამზადებელ, გუნდის შესათამაშებელ ხასიათს ატარებს. ცხადია, ყველა გუნდს ჰყავს ახალბედა ანაც ახალწვეული და ესეც რომ არ იყოს, საზაფხულო შესვენების შემდეგ სათამაშო პრაქტიკის მიღება ყველა გუნდს ესაჭიროება.
ოქტომბრის უდიდესი ნაწილი სწორედ საგამოფენო მატჩებს დაეთმობა და მიმდინარე თვის ბოლოს, კერძოდ კი, 28 ოქტომბერს სტარტს მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგა აიღებს.
ზაზა ფაჩულია
ზაზა, ძირითადად, დაცვითი ფუნქციებით იყო დაკავებული და შეტევაში აქტიურობა დიდად არ გამოუჩენია. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.
მოგროვებულ 4 ქულას ზაზამ "დალასში" ვილანუევასთან ზიარად საუკეთესო 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. ფაჩულიამ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.
დალასელთაგან 18 ქულით ბომბარდირი ჩარლი ვილანუევა გახდა, 16 ქულა მიითვალა ჯონ ჯენკინსმა, ხოლო ვეტერანი დევინ ჰარისის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. დენვერელთაგან 17 ქულით და 5 პასით საუკეთესო იყო კონგოელი ემანუელ მუდი, რომელიც "ნაგიტსმა" ამა წლის დრაფტზე მე-7 ნომრად აიყვანა.
"დალასი" მომდევნო საგამოფენო მატჩს 8 ოქტომბერ,ს გამთენიისას, ჰიუსტონში ადგილობრივ "როკეტსთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით