ზაზა ფაჩულიას ეპიზოდი NBA-ს დღის ტოპ-5-ში მოხვდა

AutoSharing Option
"დალას მავერიკსის" საგამოფენო მატჩში "ფინიქსის" წინააღმდეგ (87:99), ზაზა ფაჩულიამ 10 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.


განსაკუთრებით ეფექტური იყო მისი ერთ-ერთი მოხსნა მეტოქის ფარზე და სროლა ტრიალში, რომელსაც "ლარი ბერდის ნასროლი" უწოდეს.

NBA-ს ოფიციალურ საიტზე დღის ტოპ-5-ეულში მე-5 ადგილზე ფაჩულიას ეს ეპიზოდი მოხვდა.

CBS შემდეგს წერს: "ზაზა სათადარიგო იყო, სტარტერი კი სალაჰ მეჯირი, მაგრამ ეს, უბრალოდ, წინასასეზონო ექსპერიმენტი იყო. 20 წუთში ორმაგი დუბლი ძალიან ეფექტურია და ეს აჩვენებს, რამდენი შეუძლია ფაჩულიას.
"დალასში" რეალურად არავინაა, ვინც მას სერიოზულად შეეცილება სათამაშო წუთებს ცენტრის პოზიციაზე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული