ზაზა ფაჩულიას 10 ქულა და მოგება "როკეტსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიკსმა" NBA-ს რეგულაური ჩემპიონატის მორიგ ტურში "ჰიუსტონ როკეტსს" ანგარიშით 110:98 სძლია.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და საბოლოო ჯამში პარკეტზე 30 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ დალასელებს გუნდის ლიდერი გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი არ ჰყავდათ. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა "ჰიუსტონის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო. "
დალასში" 23 ქულით რაიმონდ ფელტონი გამოირჩა.

"დალასი" 6 მოგებითა და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. 17 ნომებერს "დალასი" სტუმრად "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული