დალასელებმა რთული მატჩი მოიგეს. ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 8 ქულით იგებდნენ, თუმცა მაღალ დონეზე ჩატარებული დასკვნითი მეოთხედის შემდეგ, რომელიც ტეხასელებმა 36:24 მოიგეს, ბოსტონელები წელში გატეხეს და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწიეს.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ზაზა კვლავ უბადლო იყო ფარქვეშ ბრძოლებში და მოგროვებულ 14
ზაზას თანამებრძოლმა დირკ ნოვიცკიმ თავი 23 ქულითა და 7 მოხსნით გამოიჩინა. 18 ქულა მიითვალა ვესლი მეთიუზმა, ხოლო დერონ უილიამსის ანგარიშზე 16 ქულა და 6 პასი დაგროვდა. "ბოსტონში" საუკეთესო ჯარედ სალინჯერი იყო, რომელმაც მატჩის მეორე ორმაგი დუბლი გაიფორმა 18 ქულითა და 12 მოხსნით.
8 მოგებითა და 4 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე გამაგრდა და მიუახლოვდა მეორეზე მყოფ "სან ანტონიოს". პირველზე კი ფენომენალურად მოთამაშე მოქმედი ჩემპიონი "გოლდენ სტეიტია" 12-მატჩიანი წაუგებელი სერიით.
მორიგ მატჩში, 21 ნოემბერს, "დალას მავერიკსი" "იუტა ჯაზს" უმასპინძლებს.
მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით