10:37 21-11-2015
ზაზა ფაჩულიას მე-7 ორმაგი დუბლი და გამარჯვება "იუტასთან" [VIDEO]
AutoSharing Option
"დალასმა" იუტელებს მეორე პერიოდში ელეთ-მელეთი მოუწყო, როცა 12-წუთეული 35:17 მოუგო და ისე მოიტოვა უკან, დარჩენილ დროში მორმონთა შტატის წარმომადგენლები გონზე ვერ მოვიდნენ და საბოლოოდ 9 ქულით დამარცხდნენ.
ფაჩულია იუტელთა გოლიათ ფრანგ ცენტრ რუდი გობერს მეურვეობდა, რომელსაც მთლიანობაში აჯობა. ორივე მათგანმა 12-12 მოხსნა მიითვალა, ქულებში კი უპირატესობა ქართველის მხარეს იყო - გობერმა 8, ზაზმ კი - 15 ქულა მოაგროვა და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
ფაჩულიამ 11-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმ ჩააგდო და 15 ქულასა და 12 მოხსნასთან ერთად 4 პასი (დალასში მე-2 შედეგი დერონ უილიამსის 8 პასის შემდეგ) და 2 ჩაჭრა მიითვალა. უილიამსმა კი ხსენებულ 8 პასთან ერთად 23 ქულა მოიხვეჭა და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. დირკ ნოვიცკის ანგარიშზე 19 ქულაა.
"დალასს" 9 მოგება და 4 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ისევ მე-3 ადგილზე იმყოფება, თუმცა "სან ანტონიოსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს ოკლაჰომაში, 23 ნოემბერს, ვესტბრუკ-დიურანტის "სანდერთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 21 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ვინც ქართულად წერს და კითხულობს ყველა ქართველი როდია. ძალიან ბევრი ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყნიდან თუ სეპარატისტული რეგიონიდან ქართველების წარმატებაზე ბოროტდება. დიდება ზაზას და ყველა ნამდვილ ქართველს!!!
0
0
:D რეზო,აბა რა უნდა გიტჰრა ძმა ესეთ ცუდ კომენტარზე?!სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე,ჩვენებზე რიმე კარგი და წარმატებული წავიკიტხო აქ შემოსვლისას!!!არ უნდა იყოს ესე?!უნდა გვეკიდოს?ბებერი მგელია და ჩვენი იმედია ზაზა
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული