"ჩვენ გამოცდილი გუნდი ვართ და ეს გამოცდილება აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ბევრი ლაპარაკი შეიძლება სისწრაფეზე, ბრძოლისუნარიანობაზე, სიმაღლეზე - ყველა იმ თვისებაზე, რაც "დალასს" გამოარჩევს. მაგრამ, როცა ამ ყველაფერს ვერ იყენებ...
შენი უპირატესობა შენი საუკეთესო მეგობარივით არის, რომელიც მეტოქეზე გაგამარჯვებინებს, მაგრამ თუ თან არ გეყოლება შენი მეგობარი, უკან დახევა მოგიწევს.
"ოკლაჰომასთან" თამაშში მოედანს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული ჯეივილ მაკგი, რომელსაც თავიდან მოიაზრებდნენ კიდეც "დალასის" ცენტრად. ასე რომ, ზაზას კონკურენტი დაუბრუნდა - მაკგიმ კარგად ითამაშა - 11 წუთში 8 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
rotoworld.com-ის აზრით, მაკგის როლი "დალასში" გაიზრდება, თუმცა ეს ზაზას სტატისტიკას, სავარაუდოდ, არ დაეტყობა.