მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკა" "გალათასარაისთან" დამარცხდა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მარცხი განიცადა.

სტამბოლურ დერბიში დარუშაფაკელებმა "გალათასარაის" უმასპინძლეს და 7 ქულით - 76:83 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელი უქულოდ დარჩა. მარკოიშვილმა მოედანზე 15:43 წუთი გააატარა, რის განმავლობაშიც 3 ორქულიანი და 2 სამიანი ააცილა. ქართველმა ლეგიონერმა 1 პასი მიითვალა და ერთხელ დაჯარიმდა. "დარუშაფაკაში" 16 ქულით საუკეთესო რეჯინალდ რედინგი გახლდათ, ხოლო "გალათასარაის" 25 ქულით ვლადიმერ მიკოვმა ულიდერა.

4 მოგებითა და 3 მარცხით "დარუშაფაკა" მე-5 ადგილზეა და მომდევნო ტურში, 29 ნოემბერს "ბანვითს" დაუპირისპირდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული