"დალას მავერიკსი" თანაშტატელ "სან ანტონიოს" ეწვია და "სპურსთან" დაძაბულ ბრძოლაში - 83:88 წააგო.
მატჩი ქართველი ცენტრისთვის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე უშედეგო გამოდგა. ზაზამ 4 ქულა მიითვალა და მოედანი მოხსნის გარეშე დატოვა.
"სან ანტონიო" დაცვით კალათბურთს ქადაგებს და კარგადაც მისდევს. გრეგ პოპოვიჩის გუნდის დაცვითი მარწუხები საკუთარ თავზე გამოსცადა ფაჩულიამ, რომელმაც მოედანზე გატარებულ 21 წუთში, როგორც აღვნიშნეთ, ფარიდან ასხლეტილი ბურთი ვერ მოიხელთა და მხოლოდ 4 ქულას დასჯერდა. ფაჩულიამ 4-დან 1 ორქულიანი და
დალასელთა შორის საუკეთესო იყო დირკ ნოვიცკი, რომელმაც 14 ქულა დააგროვა.
უშუალო კონკურენტთან მარცხმა დალასელები "სან ანტონიოს" დასავლეთ კონფერენციის ცხრილში დააშორა. 9 მოგებითა და 7 მარცხით ფაჩულიას გუნდი მე-5 ადგილზე დაქვეითდა და "მემფისს" ხომ გაუთანაბრდა, "ოკლაჰომა" წინ გაექცა.
"დალასი" მორიგ მატჩს ჩვენი დროით 29 ნოემბრის დილის 5:30 საათზე, "დენვერ ნაგეტსთან" შინაურ არენაზე გამართავს.
მოხსნების ნომინაციაში მთელ ლიგაში 9 ორმაგი დუბლით კვლავ მესამეზეა ზაზა ფაჩულია, რომელსაც 4 მდევრიდან - დემარკუს ქაზენსი, კარლ-ენტონი თოუნსი, დეანდრე ჯორდანი, კევინ ლავი - ეს უკანასკნელი წამოეწია. დღესვე კევინ ლავმა "ტორონტოსთან" წაგებულ მატჩში 21 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, რაც მისი მე-9 "დაბლ-დაბლი" გახლდათ ამ სეზონში.
რაც შეეხებათ მოწინავეებს, ანდრე დრამონდმაც და რასელ ვესტბრუკმაც ორმაგი დუბლები მიითვალეს და ფაჩულიასთა სხვაობა, შესაბამისად, 5 და 2 ერთეულით გაზარდეს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით