არის ასეთი კომპლექსური სტატისტიკური მახასიათებელი - RMP (რეალური პლუს-მინუსი), რომელიც ჩვეულებრივი +- სგან იმით განსხვავდება, რომ არა აქვს მნიშვნელობა, კალათბურთელის თამაშისას მოედანზე ვინ იყო მისი თანაგუნდელი. მოკლედ, უფრო დახვეწილია.
მძიმე ფორვარდთა შორის ნოვიცკი 3,79 ბალით მე-4 ადგილზეა. ცენტრებში ზაზა ფაჩულია 3,48 ბალით მხოლოდ ტიმ დანკანს, დეანდრე ჯორდანსა და ანდრე დრამონდს
სხვათა შორის, შარშან, "მილუოკიში" თამაშისას, ფაჩულია ამ მაჩვენებლით ცენტრებში მეორე ადგილზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ საშუალოდ მხოლოდ 23,7 წუთს თამაშობდა მატჩში.
თუკი "მილუოკიში" ფაჩულია საჭირო ბალებს, ძირითადად, დაცვითი ფუნქციებით იმატებდა, "დალასში" ის შეტევაშიც სასარგებლოა.
***
შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელმა "საკრამენტოსთან" მატჩში მე-11 ორმაგი დუბლი შეასრულა.
ალბათ, საინტერესოა, რამდენი ორმაგი დუბლია ზაზას რეკორდი სეზონში: 2005/06 წლების სეზონში, "ატლანტაში" თამაშისას, ზაზამ 21 ორმაგი დუბლი შეასრულა და ამ გრაფიკით ის უსწრებს სარეკორდო მიღწევას.
შარშანდელ სეზონში ზაზას ანგარიშზე 15 ორმაგი დუბლი იყო, სულ კარიერაში კი მას უკვე 91 ორმაგი დუბლი დაუგროვდა.