ზაზა ფაჩულიას 10 ქულა და გამარჯვება "ვაშინგტონთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 დეკემბერს ზაზა ფაჩულიას "დალასი" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში "ვაშინგტონს" ეწვია და ანგარიშით 116:104 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:29 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 10 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ხოლო ბურთი 4-ჯერ დაკარგა.

ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო დალასელი უესლი მეთიუსი გახდა, რომლის ანგარიშზე 36 ქულა დაგროვდა.

12 მოგებითა და 9 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. ფაჩულიას გუნდი მომდევნო
შეხვედრას სტუმრად 'ნიუ იორკ ნიქსთან" 8 დეკემბერს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზა პირველ რიგში ნამდვილი ქართველია...
tengu
18:31 07-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული