ზაზა ფაჩულია "ნიუ იორკთან" მოგებულ მატჩში მოხსნებში საუკეთესო გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: მატჩის საუკეთესო მომენტები

8 დეკემბერს ზაზა ფაჩულიას "დალასმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა სტუმრად "ნიუ იორკთან" გამართა და ანგარიშით 104:97 გაიმარჯვა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31:31 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 8-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში ქართველ კალათბურთელს მოხსნებში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.

"დალასს" გერმანელმა კაალთბურთელმა დირკ ნოვიცკიმ ულიდერა, რომლის ანგარიშზე 25 ქულაა. ყველაზე მეტი ქულა კი
მატჩში ლატვიელმა კრისტაპს პორზინგისმა (28) მოაგროვა.

ამ გამარჯვების შემდეგ "დალასს" 13 მოგება-9 მარცხი დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე გადავიდა.

მომდევნო შეხვედრას "დალასი" ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდთან, "ატლანტასთან" შინ 10 დეკემბერს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული