ზაზა ფაჩულია ვაშინგტონში საქართველოს ელჩს და ქართველ ბავშვებს შეხვდა

AutoSharing Option
7 დეკემბერს "დალასის" ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ვაშინგტონში საქართველოს ელჩსა და ქართველ ბავშვებს შეხვდა.

ამავე დღეს გაიმართა ფაჩულიას გუნდის მატჩი "ვაშინგტონთან", რომელიც დალასელების გამარჯვებით, 116:104 დასრულდა.

შეხვედრას ამერიკაში მყოფ საქართველოს ელჩთან ერთად ადგილობრივი ქართველი ბავშვებიც დაესწრნენ, რომლებიც შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანს შეხვდნენ.

"განათლება და შრომა წარმატების მისაღწევად აუცილებელია", - უთხრა ფაჩულიამ მათ.

ზაზამ, ასევე, თბილისში ახალგახსნილ საკალათბურთო აკადემიაზე ისაუბრა, რომელიც მომავალში ნიჭიერ კალათბურთელებს გაზრდის. აკადემიაში 250 ბავშვი ირიცხება, რომლებიც სპორტულ ფსიქოლოგიას და ინგლისურ ენას სწავლობენ.

"მსურს, ქართველმა ბავშვებმა ნამდვილი
კალათბურთი შეიცნონ", - განაცხადა ფაჩულიამ.

ქართველმა ლეგიონერმა ასევე მადლობა გადაუხადა მათ საკმაოდ კარგი გულშემატკივრობისთვის.

"ყოველთვის მოხარული ვარ ვაშინგტონში სტუმრობით. თქვენი მხარდაჭერა დიდ მოტივაციას მაძლევს და ვამაყობ, რომ საქართველოს წარმოვადგენ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული