10:00 10-12-2015
ზაზა ფაჩულიას ორმაგი დუბლი "ატლანტასთან" და ყველაზე მეტი მოხსნა მატჩში [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველმა ცენტრმა ყოფილ გუნდთან მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა. ეს მისთვის მე-13 ორმაგი დუბლია სეზონში. ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი დრო პარკეტზე სწორედ ქართველმა ცენტრმა გაატარა - 37:50 წუთი. ამ ხნის განმავლობაში მან 11 ქულა, 17 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ხოლო ბურთი ორჯერ დაკარგა. ზაზამ 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
ორმაგი დუბლების მაჩვენებლით ფაჩულია NBA-ში მესამეზე იმყოფება.
ზაზა ფაჩულიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24 ერთეული შეადგინა, რაც დალასელთა შემადგენლობაში საუკეთესო შედეგია, ხოლო მატჩის საუკეთესო მქკ პოლ მილსეპს ჰქონდა - 26.
ფაჩულია კვლავ გახდა საუკეთესო მოხსნებში. მის მაჩვენებელთან ახლოსაც კი ვერავინ მივიდა. ზაზას შემდეგ ყველაზე მეტი მოხსნა მეტოქე გუნდის კალათბურთელს, პოლ მილსეპს ჰქონდა - 11.
ამ მარცხის შემდეგ "დალასი" 13 მოგებითა და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.
მომდევნო მატჩს "დალასი" შინ "ვაშინგტონთან", 13 დეკემბერს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გთხოვთ სტატიაში მეტი ადგილი დაუთმეთ სტატისტიკას. მარტო მოიგო, წააგო და მოხსნა არ არის საკმარისი. გმადლობთ!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული