ფაჩულიას ორმაგი დუბლი უკვე მესამე პერიოდში ჰქონდა და აღნიშნული მეოთხედის დასრულებამდე 4:26 წუთით ის რეიმონდ ფელტონმა შეცვალა. ბოლო პერიოდში ზაზას არ უთამაშია. ის მწვრთნელმა მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე შეიყვანა მოედანზე, თუმცა ისე გაიყვანეს, თამაშში არ ჩართულა.
შესაბამისად, ზაზამ მხოლოდ
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. საბოლოოდ ზაზამ 10 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა და 1 ჯარიმა მიიღო. დალასელთაგან საუკეთესო ვესლი მეთიუზი იყო 28 ქულით. 21 ქულა დააგროვა ჯეიჯეი ბარეამ, ხოლო დირკ ნოვიცკიმ 31 წუთში 13 მიითვალა.
14 მოგებითა და 11 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში "მემფისთან" 5-6 ადგილებს იყოფს. ამ გუნდებს გადაასწრო "ლოს ანჯელეს კლიპერსმა", რომელსაც 14 მოგება და 10 მარცხი აქვს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 14 დეკემბერს, დალასში "ფინიქსთან" ელის.
რაც შეეხება ორმაგ დუბლებს, ფაჩულია ისევ მე-3 ადგილზე იმყოფება. დღევანდელი დაბლით ზაზამ მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა ოკლაჰომელ რასელ ვესტბრუკთან, რომელსაც 15 ორმაგი დუბლი აქვს მიმდინარე სეზონში შესრულებული. 13 ორმაგით ზაზას კვალში უდგას ნიუორლეანელი ვარსკვლავი ენტონი დევისი.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით