ორშაბათის თამაშის წინ dallasnews-ის ჟურნალისტი "დალას მავერიკსის" მფლობელ მარკ კუბანთან საკლუბო-საპრეზენტაციო ავტობუსით დაინტერესდა - ავტობუსზე გუნდის ყველა მოწინავე კალათბურთელის სურათია, ერთი გამონაკლისის გარდა - არსადაა ზაზა ფაჩულიას ფოტო.
ამ კითხვამ მარკ კუბანი ხუმრობის ხასიათზე დააყენა. სხვათა შორის, ზაზაც იქვე იმყოფებოდა.
- გესმის, ზაა, რას ვამბობ? - მე ვეუბნები ჟურნალისტებს, რომ შენი თავი არაფრით ჩაეტია ავტობუსზე, ვერაფრით ჩავატიეთ.
რაზეც ფაჩულიამ მიუგო -
ხუმრობის შემდეგ კუბანმა ჟურნალისტს მიუგო, რომ "დალასი" ამზადებს სარეკლამო ვიდეორგოლს, რომელშიც ნამდვილად მონაწილეობს ზაზა ფაჩულია. კლიპს მალე ექნება დებიუტი ჯამბოტრონზე.
ჯამბოტრონი ქუჩებში და მოედნებზე დაყენებული დიდი ეკრანებისთვის სპეციალური ტელევიზიაა, რომელზეც ხშირად სარეკლამო კლიპები გადის.