09:50 17-12-2015
ზაზა ფაჩულიას 5 ქულა და 14 მოხსნა ინდიანაპოლისში [VIDEO]
AutoSharing Option
ინდიანელებმა "დალასი" მეორე ნახევარში გატეხეს, პირველი ტაიმის შემდეგ კი ფაჩულიას გუნდი ლიდერობდა - 47:45. მესამე მეოთხედში მასპინძლებმა 30:17 იმარჯვეს და "დალასმა" თამაშის შემობრუნება ვეღარ მოახერხა.
ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ფაჩულიამ ორმაგი დუბლისკენ მსვლელობა შედეგიანად დაიწყო და მე-9 წუთისთვის უკვე 5 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა. სამწუხაროდ, ზაზას მეტი ქულები აღარ მოუგროვებია, მოხსნებში კი 14-ამდე ავიდა. მთლიანობაში ქართველმა ცენტრმა 8-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისმა ჯამურმა მონაგარმა კი 5 ქულა, 14 მოხსნა და 1 ჩაჭრა შეადგინა.
ინდიანელთა ცენტრმა იან მაჰინმიმ შეხვედრა 5 ქულით და 10 მოხსნით დაასრულა, მთავარი დამრტყმელი ძალა კი ინდიანელებს პერიმეტრიდან ჰყავდათ - სიჯეი მაილსმა 20 ქულა მიითვალა, პოლ ჯორჯმა კი გამარჯვებულებს 20 ქულა მიაშველა.
14 მოგებითა და 12 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში "მემფისთან" მე-5-მე-6 ადგილებს იყოფს. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს სწორედ მემფისელებთან, 19 დეკემბერს გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული