11:42 03-01-2016
"ნიუ ორლეანთან" მატჩში ზაზა ფაჩულია დალასელთაგან საუკეთესო იყო [VIDEO]
AutoSharing Option
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და ვესლი მეთიუზთან ერთად მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი - 35 წუთი გაატარა. ზაზამ 11-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 4 ჩაჭრა ზაზასთვის მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდია. კარიერის საუკეთესო შედეგი კი 5 ერთეულს შეადგენს.
დალასელთაგან ყველაზე მეტი - 24 ქულა დირკ ნოვიცკიმ მოაგროვა, თუმცა გერმანელ სუპერვარსკვლავს სხვა კომპონენტებში ჰქონდა შედარებით მოკრძალებული სტატისტიკა და შესაბამისად, შედეგიანობით ადგილი ფაჩულიას შემდეგ დაიკავა. ასევე იყო ვესლი მეთიუზიც, რომელმაც 18 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ნიუორლეანელთა შორის საუკეთესო იყო ენტონი დევისი, რომელმაც 31 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. ფაჩულიას უშუალო ოპონენტმა, ომერ აშიკმა შეხვედრა 1 ქულით და 3 მოხსნით დაასრულა.
19 მოგებითა და 15 წაგებით "დალასს" დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილი მყარად უჭირავს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს კვლავ დალასში, ჩვენი დროით 5 იანვრის გარიჟრაჟზე, "საკრამენტო კინგსთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გერმანულ ევროსპორტზე მოვისმინე და ნოვიცკი იყოო საუკეთესო.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული