"ნიუ ორლეანთან" მატჩში ზაზა ფაჩულია დალასელთაგან საუკეთესო იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე - ზაზა ფაჩულიას ჩვეულად ქცეული ულუფის შესასრულებლად მცირედი დააკლდა, თუმცა საერთო შედეგიანობით ქართველი ცენტრი "ნიუ ორლეანთან" დალასში 98:105 წაგებულ მატჩში თავის გუნდში საუკეთესო იყო.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და ვესლი მეთიუზთან ერთად მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი - 35 წუთი გაატარა. ზაზამ 11-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 4 ჩაჭრა ზაზასთვის მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდია. კარიერის საუკეთესო შედეგი კი 5
ერთეულს შეადგენს.

დალასელთაგან ყველაზე მეტი - 24 ქულა დირკ ნოვიცკიმ მოაგროვა, თუმცა გერმანელ სუპერვარსკვლავს სხვა კომპონენტებში ჰქონდა შედარებით მოკრძალებული სტატისტიკა და შესაბამისად, შედეგიანობით ადგილი ფაჩულიას შემდეგ დაიკავა. ასევე იყო ვესლი მეთიუზიც, რომელმაც 18 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ნიუორლეანელთა შორის საუკეთესო იყო ენტონი დევისი, რომელმაც 31 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. ფაჩულიას უშუალო ოპონენტმა, ომერ აშიკმა შეხვედრა 1 ქულით და 3 მოხსნით დაასრულა.

19 მოგებითა და 15 წაგებით "დალასს" დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილი მყარად უჭირავს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს კვლავ დალასში, ჩვენი დროით 5 იანვრის გარიჟრაჟზე, "საკრამენტო კინგსთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გერმანულ ევროსპორტზე მოვისმინე და ნოვიცკი იყოო საუკეთესო.
გოგა
21:34 03-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული