NBA-ს მიმდინარე სეზონში პირველად: "დალასმა" ზაზა ფაჩულიას გარეშე მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სასტარტო ხუთეულში ზედიზედ ჩატარებული 35 მატჩის შემდეგ მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ ზაზა ფაჩულიამ თამაში გამოტოვა. "დალასის" მწვრთნელებმა ქართველი ცენტრი და გუნდის სხვა სასტარტოები "ნიუ ორლეანთან" მატჩში არ ათამაშეს, თუმცა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს - 100:91.

დალასელებმა წინა მატჩი 1 დღით ადრე გამართეს ტეხასში, სადაც 2-ოვერტაიმიან, უდაძაბულეს მარათონულ მატჩში "საკრამენტო" 117:116 დაამარცხეს. ასეთი ჯახიდან 24 საათში "დალასს" შეხვედრა უკვე ნიუ ორლეანში ელოდა და კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის ლიდერების დასვენება გადაწყვიტა.

მატჩამდე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ნიუ ორლეანში საერთოდ არ ითამაშებდნენ დირკ ნოვიცკი,
დერონ უილიამსი, ვესლი მეთიუზი
, ფაჩულია, ხოლო "დალასი" თამაშს მხოლოდ 1 სასტარტოთი - ჩენდლერ პერსონსით დაიწყებდა.

მას შემდეგ, რაც NBA-ში "ოლ სტარით" გამოწვეული შესვენება რამდენიმე დღით გაიზარდა, მანამდე ისედაც გადატვირთული კალენდარი კიდევ უფრო შემჭიდროვდა და გუნდებს მატჩიდან მატჩამდე დასვენების დრო შეუმცირდათ.

ნიუ ორლეანში ფაჩულიას პოზიციაზე ჯავალე მაკგიმ ითამაშა, რომელმაც 19 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა. საუკეთესო 22 ქულის მომგროვებელი რეიმონდ ფელტონი იყო, 21 ქულით დაასრულა შეხვედრა პერსონსმა.

21 მოგებითა და 15 მარცხით დალასელები დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-5 ადგილზე არიან. შემდეგი მატჩი ფაჩულიას გუნდს მილუოკიში, 8 იანვარს ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული