ზაზა ფაჩულია: ALL STAR-ზე მოხვედრაზე უფრო მეტი თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და "დალას მავერიკსის" ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ფაჩულია NBA-ს "ოლ სტარის" შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

ზაზა დიდ მადლობას უხდის თავის მხარდამჭერებს. გთავაზობთ მის მის "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნებულ კონენტარს:

"ძალიან დიდი მადლობა ყველას განურჩევლად, ასეთი დაფასებისა და თანადგომისთვის. ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში.

"ყველა ვარსკვლავის" თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა.
ძალა ერთობაშია".

Sportall.Ge


ზაზა ფაჩულიაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ტეგი ზაზა ფაჩულია
მკითხველის კომენტარები / 6 /
საინფორმაციოების ბრალია.. 10 დეკემბერს დაიწყო ხმის მიცემა და სადღაც ახალი წლის მერე გაიგო ხალხმა
vaska
23 იანვარი 2016 16:02
0
სხვა პასუხს არც ველოდი ზაზასგან!
ბმბ
22 იანვარი 2016 11:48
0
პირიქითაა ეგ რეზო. ზედმეტი მონდომებისგან, ხალხი ერთი და იგივე მისამართიდან დღეში რამდენჯერმე აძლევდა ხმას და ამით პირველად მიცემულსაც აბათილებდა. მხოლოდ ბოლო დღეებში ისწავლეს სწორად ზაზასთვის ხმის მიცემა და შედეგიც იყო 299 დან 768 დე.მაინც მაგრები ვართ
ნუკრი
22 იანვარი 2016 11:14
0
მე პირადად 1 ჩემი, 2 მოგონილი ფეისბუქგვერდით, ასევე Google Chrome-თი ვაძლევდი ხმას ყოველდღე..რამდენიმე ვიცი უფრო მეტითაც რო აძლევდა ხმას...რეალურად არც თუ ისე ბევრმა შეიწუხა თავი...სამწუხაროდ..
კახა
22 იანვარი 2016 11:11
0
უბრალოდ გააყალბეს, ამერიკულად. "ვიღაც" ზაზა არ ათამაშეს, მარტივია.
დარწმუნებული ვარ, მილიონზე გაცილებით მეტი ხმა დააგროვა.
რას ვიზამთ...
გიორგი
22 იანვარი 2016 11:04
0
საქართველოში დაახლოებით 300-400 ათასი აქტიური ფეისბუქ მომხმარებელია და ერთი მაგდენი კიდევ საერთოდ ინტერნეტის. წარმოიდგინეთ 14228 ხმა დააკლდა და რატომ? იმიტომ რომ თუ ბოლო კვირაში 450,000 ხმა მიიღო გაყავით 7 დღეზე და რა გამოდის? 65000 კაცი აძლევდა ხმას ყოველ დღე?? ერთი სიტყვით, მაგარი უცნაური და ზარმაცი ხალხი ვართ
rezo
22 იანვარი 2016 10:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული