შეგახსენებთ, რომ დასავლეთის გუნდში მოსახვედრად ზაზა ფაჩულიას სულ რაღაც 14 ათასი ხმა დააკლდა, ის ფორვარდებში მე-4 ადგილზე გავიდა. თუმცა ქართველ კალათბურთელს შანსი ჯერ კიდევ აქვს და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დასავლეთ კონფერენციის მწვრთნელები მას გუნდის 7 სარეზერვო კალათბურთელს შორის შეიყვანენ.
"ყველა ვარსკვლავის" მატჩი 14 თებერვალს ტორონტოში გაიმართება, დასავლეთის გუნდის მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი იქნება.
ამერიკული მედია ცდილობს,
მაგალითად, probballreport.com-ს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზაზას ყველაზე მეტი ხმა აქვს, მწვრთნელები მას არ შეარჩევენ.
* * *
სხვათა შორის, შაკილ ო'ნილმა ახალი ფორმატი გააპროტესტა - მან მოითხოვა ცენტრის პოზიციის დაბრუნება არჩევნებისას. გამოკითხვა აჩვენებს, რომ შაკილს ფანების 80% მხარს უჭერს. არადა, ძველი ფორმატით ზაზა "ყველა ვარსკვლავის" სასტარტო შემადგენლობის წევრი იქნებოდა.