პირველ თებერვალს ზაზა ფაჩულიას "დალასმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი შინ "ფენიქსთან" გამართა და ანგარიშით 91:78 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 36:22 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 9 ქულა, 15 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.
ფაჩულამ 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ ფაჩულიაზე მეტი მოხსნა არავის ჰქონია.
28 მოგებითა და 22 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილს იკავებს.
მომდევნო შეხვედრას დალასელები ჩვენი დროით 2 თებერვალს, გამთენიისას, ფაჩულიას ყოფილ გუნდთან, "ატლანტასთან" სტუმრად გამართავენ.
10:19 01-02-2016
ზაზა ფაჩულიას 9 ქულა, 15 მოხსნა და გამარჯვება "ფენიქსთან" [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული