მისმა "პასტა რეჯია კაზერტამ" "ვანოლის" უმასპინძლა და 73:64 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი მოედანზე 16 წუთით გამოჩნდა, რის განმავლობაშიც 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
8 მოგებითა და 10 მარცხით "კაზერტა" სერია A-ს ცხრილში მე-9 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს მეტრეველის გუნდი 14 თებერვალს, შინ "ბოლონიასთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით