ზაზა ფაჩულია შესაძლოა, "დალას მავერიკსიდან" წავიდეს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) სეზონი აქვს NBA-ს კარიერაში, თუმცა mavsmoneyball.com-ის მიხედვით, ამ წარმატებულ სეზონს შესაძლოა, გაგრძელება აღარ მოჰყვეს და "დალასი" და ფაჩულია ერთმანეთს დაემშვიდობნენ.

ვეტერანი ცენტრი წელიწადში 5,2 მილიონ დოლარს იღებს და ის ზაფხულში ისედაც თავისუფალი აგენტი ხდება. თუმცა ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, თუკი ის ისევ ტეხასურ კლუბში გააგრძელებდა კარიერას, რომელსაც ასე წარმატებით მოერგო. მაგრამ ასე ფიქრობენ "დალასშიც"?

საიტის ინფორმაციით, შარშან დეანდრე ჯორდანის აყვანაზე ჩაფლავებული "დალასი" თადარიგს ახლავე იჭერს, ოღონდ სამიზნე დუაიტ ჰოვარდია. იმავე საიტის მტკიცებით, ზაზასთან ერთად
"დალასის" ვარსკვლავი ჩანდლერ პერსონსი თავის პოტენციალს ვერ ამჟღავნებს, რადგან ის ტემპის მოთამაშეა, ზაზა კი მშრომელი და მებრძოლი ცენტრია და პერსონის თამაშის სტილს ვერ ერგება.

"ახლა რომ თავისუფალ აგენტთა ბაზარი იხსნებოდეს, "დალასს" ჰოვარდის აყვანის შანსი არ ექნებოდა, მაგრამ ხუთი თვის მერე ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

პერსონსმა კარგად იცის, რომ სრული პოტენციალის გამოსავლენად სხვა მეწყვილე სჭირდება მოედანზე. ზაზა ფაჩულიას კი კონტრაქტი ზაფხულში ისედაც უსრულდება.

ძალიან დიდი ალბათობით, "დალასი" მასთან ურთიერთობას აღარ გააგრძელებს და აიყვანს ისეთ ცენტრს, რომელიც "პიკ-ნ-როლ" სტილის შეტევაზე მორგებული იქნება, რაც ასე მოსწონს თავად კარლაილსაც", - წერს საიტი.

სხვათა შორის, NBA-ში 18 თებერვლამდე შეიძლება გაცვლები. ზოგიერთი წყარო დედლაინამდე "დალასის" აქტიურობას არ გამორიცხავს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ენტონი დევისითანა ბიჭები ადვილადაც არ იშოვება. დამეთანხმებით, სუფთა მონსტრია... არა მგონია სან-ანტონიომ ზაზა აიყვანოს და არც ზაზას უნდა აწყობდეს ძალიან...
zaza
06 თებერვალი 2016 11:57
0
odalaaaaaaaa, მეტი საინტერესო ვერაფერი ნახე სტატიაშიი?
შაკო
06 თებერვალი 2016 10:34
0
გაუგებარი ტრანსფერია, ვინაიდან ჰაუარდი ის ძველი "სუპერმენი" აღარ არის, თანაც ტრავმებსაც მოუხშირა. ჩემი აზრით, დალას ესაჭიროება ენტონი დეივისის კალიბრის მძიმე ფორვარდი და ერთი კარგი მსროლელი უვარგის მეთიუზის მაგიერ. პარსონსის ფიგურაც აშკარად გადაფასებულია მისი არასტაბილური თამაშის გამო - ამით იგი ყოფილ დალასელ ჯჟოშ ჰაუარდს მაგონებს. ხოლო ზაზა, თუ კი ჯანმრთელობა არ უმტყუნებს, 2 წეელიწადს მაინც შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს ნებისმიერ გუნდში, რომელსაც ჭკვიანი მწვრთნელი ეყოლება - საულკეთესო ვარიანტი კი სან-ანტონიო იქნებოდა
tim147
05 თებერვალი 2016 22:05
0
თუ მაგ საიტს ადევნებ ყურადღებას , მაშინ მარკ კუბანის ინტერვიუ უნდა ნახო , კაცის რომლისაც არის თვითონ დალასი , ის ამბობს რომ არ იქნება ტრანსფერები რადგან გუნდში კარგი ვითარებააო , სტატიას სანამ დაწერთ კარგად გადახედეღ სხვა სტატიებსაც და მხოლოდ თარგმნით ნუ დაკავდებით , იმედია ამ კომენტარს მაინც გამოაქვეყნებთ .
სტატიის ავტორს
05 თებერვალი 2016 19:15
0
მასე იმასაც წერდნენ, რომ ფაჩულიასგან ვერანაირ სარგებელს მიიღებს მავერიქსიო, მაგრამ... :)
giorgi
05 თებერვალი 2016 18:17
0
კალრლაილი სწორად დაგიწერიათ და ეს პერსონსი სად გაიგეთ?? პარსონს იწერება და პარსონსს გამოთქვამენ. მასე ირანელ-თურქები ბაზრობენ. ემერიკაააა.. ჩანდლერ პარსონს. ესენი ჩენდლარ პარსონსს უფრო ამბობენ, მაგრამ მე დავწერდი როგორც ჩანდლერ პარსონს.
odala
05 თებერვალი 2016 18:05
0

სიახლეები პოპულარული