ზაზა ფაჩულიას 4 ქულა და გამარჯვება "მემფისთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას "დალასმა" უშუალო კონკურენტ "მემფისთან" ოვერტაიმში იმარჯვა.

დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე მყოფი "დალასი" ერთი საფეხურით მაღლა მყოფ მემფისელებს ხვდებოდა და გამარჯვებასთანაც ძირითად დროშივე ახლოს იყო, მაგრამ მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს.

მატჩის დასრულებამდე 23 წამით ადრე მაიკ კონლიმ გამთანაბრებელი სამქულიანი ჩააგდო და თამაში დამატებით დროში გაგრძელდა. დამატებით ხუთწუთეულში სტუმრებს ჩენდლერ პარსონსმა ულიდერა, რომელმაც გამარჯვებისთვის საჭირო ქულები ჩააგდო და დალასელებმა 114:110 გაიმარჯვეს.

ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა. ფაჩულიამ მოედანზე 3
1 წუთი გაატარა და შედარებით მოკრძალებული იყო. ზაზამ 5-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

მოგროვებულ 4 ქულას 6 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრაც მოაყოლა. ორმაგი დუბლით გამოირჩა დერონ უილიამსი, რომელმაც 22 ქულა და 11 პასი მიითვალა, ბომბარდირი კი ჩენდლერ პარსონსი გახდა 26 ქულით.

29 მოგებითა და 25 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზეა. მეხუთეზე მყოფ "მემფისს" 30 მოგება და 21 მარცხი გააჩნია. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 10 თებერვალს, შინ "იუტასთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული