ბექა ბურჯანაძის 12 ქულა უშუალო კონკურენტთან მატჩში

AutoSharing Option
ესპანეთის მეორე ლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტმა".

ლაკორუნიული გუნდი სტუმრად უშუალო კონკურენტს ხვდებოდა. ამ ტურამდე ბურჯანაძის გუნდი და ბურგოსელები ცხრილში გვერდი-გვერდ იყვნენ და მათ შორის გამარჯვებაც ორივესთვის დიდად ფასობდა.

დაძაბულ ორთაბრძოლაში ლაკორუნიელებმა 86:82 იმარჯვეს. ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო.

ქართველმა ფორვარდმა 21 წუთში 12 ქულა, 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ბექამ 7-დან 3 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 1
სამიანი კი ააცილა. ლაკორუნიელთა შორის ყველაზე მეტი - 15 ქულა მიხაელ მონაჰანმა მიითვალა, 14 ქულა კი სერხიო ოლმოსის ანგარიშზეა.

"ლეიმა ბასკეტმა" ამ მოგებით ცხრილში მე-7 ადგილზე აინაცვლა და დღეისთვის 11 მოგება და 10 მარცხი აქვს. მორიგ შეხვედრას ლაკორუნიელები 21 თებერვალს შინ, "კასტელოსთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული