ზაზა ფაჩულია დირკ ნოვიცკიში: NBA-ს ტრეიდი, რომლის შესახებაც არავინ წერს

AutoSharing Option
NBA-ში ტრეიდ დედლაინმა ჩაიარა, სეზონის ბოლომდე ტრანსფერები აკრძალულია. რამდენიმე ჭორის მიუხედავად, გაცვლებში მონაწილეობა არ მიუღია "დალას მავერიკსს" და ზაზა ფაჩულიაც სეზონს ამ გუნდში ჩაამთავრებს.

სიახლეების უქონლობამ "დალასის" "ტვიტერის" გვერდი ხუმრობის ხასიათზე მოიყვანა. გამოცემამ ორი ტრეიდი "აღმოაჩინა", რომლის შესახებაც არავინ იტყობინება - ჩარლი ვილანუევა ჯავალ მაკგიში და ზაზა ფაჩულია დირკ ნოვიცკიში.

"აი, მეგობრებო, კიდევ ერთი ტრეიდი, რომლის შესახებაც ვერსად შეიტყობთ", - წერს "დალასის" "ტვიტერის" გვერდი და ზაზას და დირკის დამონტაჟებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც კალათბურთელებს სახეები შეუცვალეს. 

მკითხველის კომენტარები / 1 /
სამ ქულიანების ჩაგდების ნიჭის შეცვლა ბევრად გამიხარდებოდა ვიდრე სახეების.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული