"თაიმის" გარეკანი არ ჯობია "ოლ სტარს"? - ზაზა ფაჩულია "მსოფლიო ყურადღების ცენტრში"

AutoSharing Option
"დალას მავერიქსის" ფანების "ინსტაგრამის" გვერდზე mavs_fanatic გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრებში - ქართველი ცენტრი TIME-ის გარეკანზე და წარწერა "საერთაშორისო ყურადღების ცენტრი".

"ზაზა ფაჩულია "მავერიქსთან" მის პირველ სეზონშივე აღზევდა. რას გვიმზადებს ქართველი დანარჩენ სეზონში?" - ვკითხულობთ ფან-გვერდზე, რომელსაც 15 ათასამდე მიმდევარი ჰყავს.

მართალია, ფოტო ზაზაზე შეყვარებული "მავის" ფანების გაკეთებულია, თუმცა ვინ იცის, იქნებ მათ ქართველი კაპიტნის მომავალი აღიარება იწინასწარმეტყველეს ამით?!

ზაზას ფოტოს "თაიმის" გარეკანზე ქართველი ფანებიც აქტიურად ეხმაურებიან: "თაიმის გარეკანი არ ჯობია ოლ სტარს"?; "ზაზა, თუ ჩემი ძმა
ხარ, უფრო მეტი ისროლე რა".

www.ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
პირიქით, ბონდო-ჩემო, სჯობია ნაკლები ისროლოს და მეტი ჩააგდოს... არ სჯობია, რომ კონცენტრირენული იყოს სიზუსტეზე, ვიდრე რაოდენობაზე?
ეს ხომ ზაზაა, ეს არ არის "it's demarkus cussins" (ეხლაც არ ამომდის გონებიდან იმ ნაძაღლარი კომენტატორის სიტყვები - რატომ უნდა იყოს ზაზა კაზინსზე წინო?).
რა სჯობია, კაზინსივით 24 ესროლოს და 10 ჩააგდოს? 18 ესროლოს და 8 ჩააგდოს? ბეზრაზმერნი კი არაა სროლები.. კაზინსივით შენი გუნდის სროლების 25-30%-ს რომ ისვრი და იქიდან ნახევარსაც ვერ აუხვალ, ეგ, უკვე, გუნდის დაღალატებაა.. იმიტომაც მოჩაკჩაკებს საკრამენტო პაპაჩემის ურმით, ხოლო ზაზას ჭკუის მატარებელი ცენტრის მქონე დალასი კი პლეიოფის რიგებშია..
ნე დასტატეჩნო ზნატ..
ზნაწ ნადა უმეწ :)
არ უნდა ისროლო იმაზე მეტი, ვიდრე ძალგიძს, სჯობია იმას ასროლინო, ვინც "დადიოდა". აი ეგაა გუნდური თამაში და ეგ ზაზამ იცის!!!
კალათი
22:45 26-02-2016
0
ვეთანხმები კომენტარს, მე ვნახე თქვენი თამაში მაიამიში, ყველას ჯობდი, მაგრამ სანამ ბევრს არ ისვრით (ნახეთ ნებისმიერი თქვენი თანაგუნდელი რამდენს აცილებს და მაინც ისვრიან,თუნდაც ნოვიცკი) თქვენი სიძლიერე არ ფასდება. თქვენ დღეის მდგომარეობით მაინც პირველი ქართველი ბრძანდებით....
ჯონდო სულწაძე
21:15 26-02-2016
0

სიახლეები პოპულარული